დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ეს არის ნოეს ძეთა – სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები.
- 2იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- 3გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
- 4იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
- 5ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით თავ-თავის ხალხში.
- 6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- 7ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი.
- 8ქუშმა შვა ნიმროდი, რომელიც პირველი გოლიათი იყო ქვეყანაზე.
- 9ძლიერი მონადირე იყო ნიმროდი უფლის წინაშე. ამიტომ არის ნათქვამი: „ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე.“
- 10მის სამეფოს დასაწყისში შეადგენდა: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე – შინყარის მიწები.
- 11ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში, სადაც ააგო ნინევე, რეხობოთ-ირი, ქალახი,
- 12და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.
- 13მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
- 14ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგან ფილისტიმელნი წარმოიშვნენ) და ქაფთორელთა.
- 15ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი
- 16და იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშელნი,
- 17ხიველნი, ყარკელნი, სინელნი,
- 18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და მერე განითესნენ ქანაანელთა ტომები.
- 19და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
- 20ესენი არიან ძენი ქამისა თავ-თავისი ტომებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის ქვეყანებში, თავ-თავის ხალხში.
- 21და სემსაც, ყებერის ყველა ძის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა ძენი.
- 22სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
- 23არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში.
- 24არფაქშადს შეეძინა შელახი, და შელახს ყებერი.
- 25ყებერს ორი ძე შეეძინა: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს დანაწილდა დედამიწა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.
- 26იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შელეფი, ხაცარმავეთი, იერახი,
- 27ადორამი, უზალი, დიკლა,
- 28ყობალი, აბიმაელი, შება,
- 29ოფირი, ხავილა და იობაბი. ყველა ესენი იოკტანის ძენი იყვნენ.
- 30და დაესახლნენ ისინი მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.
- 31ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა მიხედვით, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.
- 32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განითესნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.
იტვირთება შემდეგი თავი