2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1ოცდახუთი წლის იყო იოთამი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.
- 2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა, ხალხი კი ძველებურად იხრწნებოდა.
- 3მან ააშენა უფლის ტაძრის ზედა კარიბჭე და გაამაგრა ყოფელის კედლის დიდი ნაწილი.
- 4იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხე-სიმაგრეები და კოშკები.
- 5ყამონის ძეთა მეფეს ებრძოდა, სძლია მას და მისცეს ყამონის ძეებმა იმ წელს ასი ტალანტი ვერცხლი, ათი ათასი ქორი ხორბალი და ათი ათასი ქორი ქერი. ამდენივე გადაუხადეს ყამონის ძეებმა მეორე და მესამე წელს.
- 6გაძლიერდა იოთამი, რადგან წარმართა თავისი გზები უფლის, თავისი ღმერთის წინაშე.
- 7იოთამის დანარჩენი საქმეები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი, აჰა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
- 8ოცდახუთი წლის იყო თავისი გამეფებისას და თექვსმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში.
- 9განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავისი მამის, დავითის, ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე ახაზი გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი