დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 36
- 1ეს არის ესავის, იგივე ედომის, მოდგმა:
- 2ესავმა ქანაანის ასულთაგან შეირთო ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხიველი ციბეყონის შვილიშვილი;
- 3და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
- 4უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ბასმათმა - რეღუელი.
- 5ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომლებიც ქანაანის ქვეყანაში შეეძინენ.
- 6წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები, ძენი და ასულნი, მთელი თავისი სახლეული, სამწყსო და პირუტყვი, მთელი თავისი ქონება წაიღო, რომელიც ქანაანში შეიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, რათა მოცილებოდა იაკობს, თავის ძმას.
- 7რადგან დიდი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ჯოგების სიმრავლის გამო ვერ დაიტია ისინი მათი ხიზნობის ქვეყანამ.
- 8და დამკვიდრდა ესავი სეყირის მთაზე; იგივე ედომია ესავი.
- 9ესაა ედომელთა მამის, ესავის მოდგმა სეყირის მთაზე.
- 10ესავის ძეთა სახელებია: ელიფაზი, ყადას, ესავის ცოლის ძე; რეღუელი, ბასმათის, ესავის ცოლის ძე;
- 11ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი.
- 12თიმნაყი ესავის ძის, ელიფაზის ხარჭა იყო; მან უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი იყვნენ ყადას, ესავის ცოლის ძენი.
- 13რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ბასმათის, ესავის ცოლის ძენი.
- 14ესენი იყვნენ ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბეყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი: მან უშვა ესავს იეყუში, იაყლამი და კორახი.
- 15ესენი იყვნენ ესავის ძეთა უხუცესნი, ელიფაზის, ესავის პირმშოს ძენი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.
- 16თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის უხუცესები ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.
- 17აი, რეღუელის, ესავის ძის ძენი: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ რეღუელის უხუცესნი ედომის ქვეყანაში; ესავის ცოლის, ბასმათის ძენი.
- 18აი, ოჰოლიბამას, ესავის ცოლის ძენი: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი. ესენი იყვნენ ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ესავის ცოლის ძენი.
- 19ესენი იყვნენ ესავის ძენი და ედომის უხუცესნი.
- 20აი, ხორიელი სეყირის ძენი, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბეყონი, ყანა.
- 21დიშონი, ეცერი და დიშანი: ესენი იყვნენ სეყირის ძენი, ხორიელი უხუცესნი ედომის ქვეყანაში.
- 22ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი, თიმნაყი კი ლოტანის და იყო.
- 23აი, შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
- 24აი, ციბეყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც თბილი წყარო იპოვა უდაბნოში, როდესაც მამამისის, ციბეყონის სახედრებს მწყემსავდა.
- 25ესენი იყვნენ ყანას შვილები: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.
- 26აი, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
- 27ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყვანი და ყაკანი.
- 28აი, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
- 29ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეყონი, თავკაცი ყანა.
- 30თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები სეყირის ქვეყანაში.
- 31აი, მეფენი, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის ძეებზე გამეფდებოდა მეფე.
- 32ედომში გამეფდა ბელაყი, ბეყორის ძე; მის ქალაქს დენჰაბა ერქვა.
- 33გარდაიცვალა ბელაყი და მის ნაცვლად იობაბი გამეფდა, ზერახის ძე, ბოცრადან.
- 34გარდაიცვალა იობაბი და მის ნაცვლად ხუშამი გამეფდა, თემანელთა ქვეყნიდან.
- 35გარდაიცვალა ხუშამი, და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა, ბედადის ძე, მოაბის ველზე მიდიანის მძლეველი; მის ქალაქს ყავითი ერქვა.
- 36გარდაიცვალა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა გამეფდა, მასრეკადან.
- 37გარდაიცვალა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
- 38გარდაიცვალა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე.
- 39გარდაიცვალა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა და მის ნაცვლად ჰადარი გამეფდა; მის ქალაქს ფაყუ ერქვა, ცოლს - მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.
- 40ესენია ესავის უხუცესთა სახელები მათი გვარტომობის, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი;
- 41თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
- 42თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,
- 43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის უხუცესნი თავიანთი სამკვიდრებლებით მათ სამფლობელო ქვეყანაში. ეს იყო ესავი - ედომელთა მამამთავარი.
იტვირთება შემდეგი თავი