ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1კვლავ მითხრა უფალმა: "ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.
- 2ნაყიდი მყავს იგი ჩემთვის თხუთმეტ ვერცხლად და ერთ-ნახევარ ხომერ ქერად.
- 3ვუთხარი: დიდხანს დარჩი ჩემთან, არ იმრუშო, სხვისი არ გახდე და მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.
- 4რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელის ძენი უმეფოდ და უმთავროდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ.
- 5ამის შემდეგ მოიქცევიან ისრაელის ძენი და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მოშიშებით წარსდგებიან უფლისა და მისი სიკეთის წინაშე.
იტვირთება შემდეგი თავი