ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"უთხარი ისრაელიანებს: თუ დაორსულდება ქალი და შობს მამრს, უწმიდურია იგი მაშინ შვიდ დღეს; როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.
- 3მერვე დღეს წინადაცვითონ ვაჟს ჩუჩის ხორცი.
- 4ქალი კი ოცდაცამეტი დღე დარჩეს განწმედის სისხლდენაში; წმიდას არაფერს შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღენი.
- 5და თუ მდედრს შობს, მაშინ ორ კვირას იქნება უწმიდური, როგორც წიდოვანების დღეებში და სამოცდაექვსი დღე დარჩეს განწმენდის სისხლდენაში.
- 6როცა შესრულდება მისი განწმენდის დღენი ძის ან ასულისთვის, მიუყვანოს მღვდელს ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის მსხვერპლად საკრებულო კარვის შესასვლელთან.
- 7შესწიროს იგი უფლის წინაშე, გამოისყიდოს და გასუფთავდება სისხლდენიდან. ესაა რჯული ვაჟისა და ქალის გაჩენაზე.
- 8ხოლო თუ კრავზე არ მიუწვდება ხელი, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი: ერთი სრულადდასაწველად, მეორე კი ცოდვის მსხვერპლად, გამოისყიდის მღვდელი და სუფთა იქნება”.
იტვირთება შემდეგი თავი