ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    უთხრა უფალმა მოსეს:
  2. 2
    "ელაპარაკე აჰარონს, მის ძეებს, ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, ესაა სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
  3. 3
    თუ დაკლავს ვინმე ისრაელის სახლიდან ხარს, კრავს ან თხას ბანაკში ან ბანაკის გარეთ
  4. 4
    და არ მიიყვანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან, რათა უფალს შესწიროს იგი, უფლის სავანის წინ, მაშინ სისხლისღვრად შეერაცხოს ეს იმ ადამიანს: სისხლი დაღვარა მან და მოიკვეთება იგი თავისი ხალხიდან.
  5. 5
    რათა მიიტანონ ისრაელის შვილებმა შესაწირი, რომელთაც კლავენ ისინი ველზე და მიართვან ისინი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლისთვის და შესწირონ სამშვიდობო შესაწირად უფალს.
  6. 6
    მოაპკურებს მღვდელი სისხლს უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისთვის,
  7. 7
    რათა კვლავ არ შესწირონ შესაწირი კერპებს, რომელთა კვალზეც მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.
  8. 8
    უთხარი მათ: თუ აღავლენს ვინმე ისრაელის სახლიდან, ან უცხოელ მწირთაგან, რომელიც ხიზნობს მათ შორის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს,
  9. 9
    და არ მიიტანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან, რათა უფალს შესწიროს იგი, მაშინ მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხიდან.
  10. 10
    თუ სისხლს შეჭამს ვინმე ისრაელის სახლიდან და უცხოელ მწირთაგან, რომელიც მათ შორის ხიზნობს, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც სისხლს ჭამს და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან.
  11. 11
    რადგან სისხლშია ხორციელის სიცოცხლე; და სამსხვერპლოსთვის მოგეცით ის, თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად, რადგან სისხლია, სიცოცხლეს რომ გამოისყიდის.
  12. 12
    ამიტომ ვუთხარი მე ისრაელიანებს: არც ერთი თქვენგანი და არც თქვენ შორის მაცხოვრებელი ხიზანი არ უნდა ჭამდეს სისხლს.
  13. 13
    თუ მოინადიროს ვინმემ ისრაელის შვილთაგან ან თქვენ შორის მაცხოვრებელ ხიზანთაგან, ისეთი ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, უნდა გამოუწუროს სისხლი და მტვრით დაფაროს იგი,
  14. 14
    რადგან სიცოცხლეა იგი ყოველი ხორციელისა, სისხლი მისი სიცოცხლისთვისაა, ამიტომ ვუთხარი ისრაელიანებს - არცერთი ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია; მოიკვეთება ყოველი მჭამელი სისხლისა.
  15. 15
    ყოველი, ვინც მძორს შეჭამს ან ნამხეცავს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, სამოსელი უნდა გაირეცხოს და წყლით განიბანოს; საღამომდე უწმიდური იქნება და მერე გასუფთავდება.
  16. 16
    თუ არ გაირეცხავს სამოსელს და სხეულს არ დაიბანს, მაშინ თვითონ ატარებს თავის ცოდვას”.
იტვირთება შემდეგი თავი