ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 100
- 1წყალობაზე და სამართალზე ვიმღერებ; შენ გიმღერებ, უფალო.
- 2ჩავუფიქრდები უბიწოთა გზას: როდის მოხვალ ჩემთან? სუფთა გულით ვივლი ჩემს სახლში.
- 3უკეთურ რამეს თვალწინ არ დავიდებ; განდგომილთა საქმე შევიძულე, ახლოს არ გავეკარები.
- 4მრუდე გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტებას არ მინდა ვცნობდე.
- 5თავისი მოყვასის ფარულად ცილისმწამებელს მოვსპობ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან.
- 6თვალს მივაპყრობ ერთგულებს ქვეყანაზე, რომ ჩემთან ერთად იცხოვრონ; ვინც უბიწოების გზით დადის, ის იქნება ჩემი მსახური.
- 7ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება ჩემს თვალწინ.
- 8ყოველ დილით მოვსპობ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ ამოიძირკვოს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
იტვირთება შემდეგი თავი