ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 99
- 1სიხარულით შესძახე უფალს, მთელო დედამიწავ!
- 2სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.
- 3უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და არა ჩვენ - ჩვენი თავები, მისი ხალხი ვართ და მისი სამწყსოს ცხვარი.
- 4მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით - მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი,
- 5რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.
იტვირთება შემდეგი თავი