ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 107

  1. 1
    მტკიცეა ჩემი გული ღმერთო, გიგალობებ და მთელი ჩემი არსებით შეგასხამ ხოტბას.
  2. 2
    გამოიღვიძე ჩანგო და ქნარო, გამოვიღვიძებ განთიადისას.
  3. 3
    გადიდებ, უფალო, ხალხებს შორის და ერთა შორის გიგალობებ.
  4. 4
    რადგან ზეცაზე დიდია შენი წყალობა და ღრუბლებამდეა შენი ჭეშმარიტება.
  5. 5
    ცათა ზემოთ ამაღლდი ღმერთო და მთელ დედამიწას გასწვდეს შენი დიდება.
  6. 6
    რათა გადარჩნენ შენი საყვარელნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
  7. 7
    ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
  8. 8
    ჩემია გილყადი, ჩემია მენაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა კვერთხია ჩემი.
  9. 9
    მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს ფეხსამოსს გადავუგდებ, ფილისტიმს გამარჯვებით დავძახებ.
  10. 10
    ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისკენ?
  11. 11
    ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან?
  12. 12
    მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
  13. 13
    ღმერთით გავიმარჯვებთ, ის გათელავს ჩვენს მტრებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 107 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა