ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 109
- 1უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.
- 2უფალი გამოგზავნის შენი ძლიერების კვერთხს სიონიდან, იტყვის: იბატონე შენს მტრებს შორის.
- 3მოხალისედ წამოვა შენი ხალხი, შენი გალაშქრების დღეს, წმიდა სამოსლით შემოსილნი; განთიადის დადგომასთან განიახლებ ძალას - შენი სიყრმის ნამს.
- 4დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით.
- 5შენს მარჯვნივაა უფალი, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
- 6გაასამართლებს ხალხებს, გვამებით აავსებს, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
- 7გზაში ნაკადულიდან დალევს, ამიტომ ასწევს თავს მაღლა.
იტვირთება შემდეგი თავი