ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 110
- 1ალელუია! მთელი გულით მივაგებ მადლობას უფალს, მართალთა საკრებულოსა და თემში.
- 2დიდია საქმენი უფლისა, იკვლევენ მათ ისინი, ვინც ნეტარებას პოულობს მათში!
- 3ბრწყინვალე და დიდებულია მისი საქმე, სიმართლე მისი მარადიულია.
- 4სამახსოვროს ხდის თავის საოცარ საქმეებს, მოწყალე და შემბრალეა უფალი.
- 5აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, მარადის ახსოვს თავისი აღთქმა.
- 6უჩვენა თავის ხალხს თავის საქმეთა ძალა, როცა ერების მემკვიდრეობა მისცა მათ.
- 7ჭეშმარიტი და სამართლიანია საქმენი მისი ხელისა, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
- 8მტკიცეა უკუნითი უკუნისამდე, ჭეშმარიტებასა და სისწორეზე დაფუძნებული.
- 9გამოსყიდვა მოუვლინა თავის ხალხს; საუკუნო მცნებად დაუდო თავისი აღთქმა; წმიდაა და საშიში მისი სახელი.
- 10უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.
იტვირთება შემდეგი თავი