ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 11

  1. 1
    მიხსენი, უფალო, რადგან აღარ დარჩა ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ერთგულნი კაცთა მოდგმიდან.
  2. 2
    ერთიმეორეს ატყუებენ, პირფერი ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ;
  3. 3
    მოსპობს უფალი პირფერ ბაგეებს, ამაყად მოლაპარაკე ენებს,
  4. 4
    რომლებიც ამბობენ - ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა, ვინ გვიბატონებს?
  5. 5
    ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.
  6. 6
    უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
  7. 7
    უფალო, შენ დაიცავ მათ, შეინახავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
  8. 8
    ყოველმხრივ ბოროტნი მიმოდიან, რადგან უღირსნი ამაღლდნენ კაცთა მოდგმიდან.
იტვირთება შემდეგი თავი