ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1როდემდე დამივიწყებ უფალო, სამუდამოდ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან?
- 2როდემდე ვატარო ტანჯვა სულში და მქონდეს ყოველდღიური ნაღველი გულში? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
- 3მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! სინათლე მოჰფინე ჩემს თვალებს, თორემ დავიძინებ სასიკვდილოდ.
- 4თორემ იტყვის ჩემი მოწინააღმდეგე: "დავძლიე იგი”. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
- 5მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული;
- 6ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
იტვირთება შემდეგი თავი