ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1თქვა უგუნურმა თავის გულში: "არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.
- 2გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს,
- 3ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.
- 4ნუთუ ვერ შეუგნიათ ბოროტების ჩამდენთ, პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს და ღმერთს არ უხმობენ?
- 5იქ შეკრთებიან დიდი შიშით, რადგან მართალთა თაობაშია ღმერთი.
- 6გლახაკის იმედს დასცინეთ, მაგრამ ღმერთია მისი თავშესაფარი.
- 7ოჰ, მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! როდესაც ღმერთი ტყვეობიდან დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი და გაიხარებს ისრაელი.
იტვირთება შემდეგი თავი