ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1უფალო, ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვის შეუძლია შენს წმიდა მთაზე დამკვიდრება?
- 2ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
- 3ვინც თავისი ენით არავის გასჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე.
- 4ვის თვალშიც დამცირებულია არამზადა და პატივს სცემს ღვთისმოშიშთ; ვინც დაიფიცებს - თუნდაც თავის საზიანოდ - და არ შეცვლის;
- 5ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.
იტვირთება შემდეგი თავი