ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1დამიფარე, უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
- 2ვუთხარი უფალს, შენ ხარ ჩემი ბატონი; შენ გარეშე არ არსებობს ჩემი სიკეთე.
- 3დედამიწაზე მყოფ წმიდანებთან, რომლებიც დიდებულნი არიან, მათთანაა მთელი ჩემი სიხარული.
- 4დარდი გაუმრავლდება, ვინც უცხო ღმერთებისკენ ისწრაფვის. არ შევწირავ მათი სისხლის საღვრელს და არც მათ სახელს მოვიტან ბაგეზე.
- 5უფალია წილი ჩემი მემკვიდრეობისა და თასისა; შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
- 6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
- 7ვაკურთხებ უფალს, რომ მომცა რჩევა; ღამღამობითაც კი მწვრთნის ჩემი გული.
- 8მუდამ ჩემს წინ წარმოვიდგენ უფალს; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ წავბორძიკდები.
- 9ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ღირსებამ ჩემმა; ჩემი სხეულიც უსაფრთხოდ მოისვენებს.
- 10რადგან არ მიმატოვებ საფლავში და არც გასახრწნელად გაიმეტებ შენს წმიდას.
- 11მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
იტვირთება შემდეგი თავი