ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 112

  1. 1
    ადიდეთ მსახურნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
  2. 2
    კურთხეული იყოს უფლის სახელი, ამიერიდან უკუნისამდე.
  3. 3
    მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე ქებული იყოს უფლის სახელი.
  4. 4
    ყველა ერზე ამაღლდა უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
  5. 5
    ვინ არის უფალივით, ჩვენი ღმერთივით, მაღლა რომ არის დამკვიდრებული?
  6. 6
    თავს იმდაბლებს, რათა იხილოს ცა და ქვეყანა;
  7. 7
    მტვრიდან წამოაყენებს საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს.
  8. 8
    რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის მთავრებთან.
  9. 9
    უშვილო ქალს სახლში დაამკვიდრებს, შვილებით გახარებულ დედად აქცევს. ადიდეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 112 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა