ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 135
- 1მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 2მადლობდეთ ღმერთთა ღმერთს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 3მადლობდეთ უფალთა უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 4მხოლოდ ის ახდენს დიდ საოცრებებს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 5მას, ვინც გონივრულად შექმნა ცანი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 6მას, ვინც წყლებზე განავრცო დედამიწა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 7დიდი მნათობები შექმნა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 8მზე - დღის განმგებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 9მთვარე და ვარსკვლავები - ღამის განმგებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 10მას, ვინც განგმირა ეგვიპტელთა პირმშონი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 11და ვინც ისრაელი გამოიყვანა მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 12ძლიერი ხელით და შემართული მკლავით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 13მას, ვინც გააპო წითელი ზღვა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
- 14და შუაგულში გაატარა ისრაელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 15ვინც წითელ ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ჯარი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 16წარუძღვა თავის ხალხს უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 17წარხოცა დიდი მეფენი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 18მას, ვინც გაჟლიტა ძლიერი მეფენი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 19ამორელთა მეფე სიხონი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 20ბაშანის მეფე ყოგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 21და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 22სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მსახურს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 23მას, ვინც გაგვიხსენა ჩვენი დამცირების ჟამს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 24და გვიხსნა ჩვენი მტრებისგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 25მას, ვინც საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 26მადლობდეთ ცათა ღმერთს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
იტვირთება შემდეგი თავი