ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 136

  1. 1
    ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს!
  2. 2
    მის შუაგულში ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
  3. 3
    რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიმღერა და მჩაგვრელებმა - მხიარულება: გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა.
  4. 4
    უცხო მიწაზე როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა?
  5. 5
    თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.
  6. 6
    სასას მიეკრას ჩემი ენა, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ დავაყენო ჩემი სიხარულის სათავეში!
  7. 7
    გაუხსენე უფალო, ედომის შვილებს იერუსალიმის დღე, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის საძირკვლამდე.
  8. 8
    ბაბილონის ასულო, გამაპარტახებელო! კურთხეულ იქნება ის, ვინც სამაგიეროს მოგიზღავს.
  9. 9
    კურთხეულ იქნება ის, ვინც აიღებს და კლდეს მიანარცხებს შენს ჩვილებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 136 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა