ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 137

  1. 1
    მთელი ჩემი გულით განგადიდებ, ღმერთთა წინაშე გიგალობებ შენ.
  2. 2
    თაყვანს გცემ შენი ტაძრის წინაშე, და შენს სახელს განვადიდებ, შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან ყველაფერზე მეტად განადიდე შენი სიტყვა და სახელი შენი.
  3. 3
    რა დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, გამამხნევე და სული განმიმტკიცე.
  4. 4
    ქვეყნიერების ყოველი მეფე განგადიდებს უფალო, როცა მოისმენენ შენი პირიდან გამოსულ სიტყვებს.
  5. 5
    უმღერებენ უფლის გზებს, რადგან დიდია დიდება უფლისა.
  6. 6
    ამაღლებულია უფალი, მაგრამ ხედავს თავმდაბალს; მედიდურს კი, შორიდანვე ცნობს.
  7. 7
    შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს; ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი.
  8. 8
    უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩემზე; უფალო, მარადიულია წყალობა შენი. ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 137 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა