ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 139
- 1ბოროტი ადამიანისგან მიხსენი უფალო, მოძალადე კაცისგან დამიფარე.
- 2რადგან გულში ბოროტებას იზრახავენ, ყოველდღე საომრად ემზადებიან.
- 3გველივით მოილესეს ენები, ასპიტის შხამია მათ ბაგეებზე.
- 4ბოროტთა ხელიდან დამიცავი უფალო, დამიფარე მოძალადე კაცისგან, რომელთაც ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება განიზრახეს.
- 5მახე და საბელი გამიმზადეს ამპარტავნებმა, ბადე დამიფინეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს.
- 6ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.
- 7უფალო ღმერთო, ჩემი გადარჩენის ძალავ! შენ გადამეფარე თავზე ფარად ბრძოლის დღეს.
- 8ბოროტის გულისწადილს ნუ აასრულებ, უფალო, მის ზრახვებს გზას ნუ მისცემ, თორემ აღზევდება.
- 9დაფაროს ჩემს გარემომცველთა თავი მათ ბაგეთა ბოროტებამ.
- 10გავარვარებული ნაკვერჩხლები დაეცეთ, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ.
- 11ნუ დამკვიდრდება ჭორიკანა კაცი ქვეყანაზე, ბოროტებამ მოინადიროს მოძალადე კაცი ძირს დასაცემად.
- 12ვიცი, რომ უფალი მოისმენს ჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.
- 13დიახ, მადლობას მიაგებენ მართალნი შენს სახელს და შენი სახის წინაშე დამკვიდრდებიან გულწრფელნი.
იტვირთება შემდეგი თავი