ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 140
- 1შენ მოგიხმობ უფალო, იჩქარე ჩემკენ, ყური მიაპყარ ჩემს ხმას, როცა მოგიხმობ.
- 2კეთილსურნელებად იყოს ჩემი ლოცვა შენ წინაშე და ხელთა აღპყრობა - მწუხრის შესაწირად.
- 3უფალო, გუშაგი დაუყენე ჩემს პირს, დარაჯი - ჩემს ბაგეებს.
- 4არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისკენ, ურჯულო კაცებთან ერთად ბოროტ საქმეთა ჩასადენად, ნუმც მეგემოს მათი ნუგბარიდან.
- 5დაე, დამსაჯოს მართალმა - ეს სიკეთე იქნება ჩემთვის; დაე, მამხილოს - ზეთისცხებად იქნება ჩემთვის, მე უარს არ ვიტყვი ამაზე; ჩემი ლოცვა კი ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
- 6როცა კლდის კიდეებიდან გადმოყრიან თავიანთ მსაჯულებს, მაშინ მიხვდებიან, რომ ჩემი სიტყვა ჭეშმარიტია.
- 7როგორც მხვნელი აფხვიერებს მიწას, ისე მიმოიფანტება ჩვენი ძვლები სამარის ყბაში.
- 8რადგან შენკენაა უფალო, ღმერთო ჩემო, თვალები ჩემი, შენში ვპოვე თავშესაფარი; ნუ მისცემ სიკვდილს ჩემს სულს.
- 9დამიცავი მათ მიერ დაგებული მახის მარწუხებისგან და სიავის მქმნელთა მიერ დაგებული ხაფანგებისგან.
- 10დაე, გაებნენ თავიანთ ბადეებში ბოროტნი, ვიდრე მე გავივლიდე.
იტვირთება შემდეგი თავი