ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 141

  1. 1
    ჩემი ხმით შევღაღადებ უფალს, ჩემი ხმით შევევედრები მას.
  2. 2
    გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირზე მოვუყვები.
  3. 3
    როცა სული შემიწუხდა, შენ იცოდი ჩემი სავალი ბილიკი; ჩემს სავალ გზაზე მახე დამიგეს.
  4. 4
    მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე.
  5. 5
    ამიტომ მოგიხმობ უფალო და ვამბობ: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.
  6. 6
    ყური დაუგდე ჩემს ღაღადს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემს მდევნელთაგან, ვინაიდან მეტისმეტად ძლიერნი არიან ჩემზე.
  7. 7
    საპყრობილედან გამომიყვანე, რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს! გარს შემომეხვევიან მართლები, რადგან კეთილად მომექცევი.
  8. 8
    უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური დაუგდე ჩემს ვედრებას; მიპასუხე შენი ერთგულებითა და სიმართლით.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 141 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა