ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 142

  1. 1
    ნუ შეხვალ სამართალში შენს მსახურთან, რადგან ვერ გამართლდება შენ წინაშე ვერც ერთი კაცი.
  2. 2
    რადგან დევნა მტერმა ჩემი სული, მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, ბნელეთში დამსვა დიდი ხნის მკვდარივით.
  3. 3
    ამიტომ სული შემიწუხდა და გული შეძრწუნდა ჩემში.
  4. 4
    ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, მივტირი ყოველ შენს საქმეს და ვფიქრობ შენი ხელის ნამოქმედარზე.
  5. 5
    შენკენ ვიწვდი ხელებს, გამოფიტული მიწასავით მოსწყურდი ჩემს სულს.
  6. 6
    მალე მიპასუხე უფალო, გაილია ჩემი სული. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ საფლავში ჩასულს დავემგვანები.
  7. 7
    მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, ვინაიდან შენ გენდობი. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული.
  8. 8
    მიხსენი ჩემს მტერთაგან უფალო; შენთან ვაფარებ თავს.
  9. 9
    შენი ნების შესრულება მასწავლე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სწორ გზაზე.
  10. 10
    უფალო, შენი სახელის გულისთვის შემინარჩუნე სიცოცხლე. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
  11. 11
    შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე შენი მსახური ვარ.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 142 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა