ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
- 2გამოგიგზავნოს შველა საწმიდრიდან და სიონიდან შეგეწიოს შენ.
- 3გაიხსენოს ყველა შენი შესაწირი და მიიღოს სრულადდასაწველნი შენი.
- 4შენი გულის სურვილისამებრ მოგცეს და აგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
- 5ვიყიჟინებთ შენი გამარჯვებით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
- 6ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა თავისი ცხებული, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას, თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
- 7ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით.
- 8ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და მყარად ვდგავართ.
- 9გვიხსენი უფალო. დაე, მეფემ გვიპასუხოს ჩვენი მოხმობის დღეს.
იტვირთება შემდეგი თავი