ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 35

  1. 1
    ცოდვა ელაპარაკება უღმერთოს თავისივე გულის სიღრმეში: არ არის ღვთის შიში მის თვალთა წინაშე.
  2. 2
    პირფერობით იტყუებს თავს, თითქოს ეძებს თავის დანაშაულს, რომ შეიძულოს ის.
  3. 3
    ბოროტება და სიყალბეა მისი ბაგეების სიტყვები, მიტოვებული აქვს სიბრძნე და სიკეთის ქმნა.
  4. 4
    უსამართლობას იზრახავს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგას, ბოროტებაზე უარს არ ამბობს.
  5. 5
    უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ცას სწვდება შენი ერთგულება.
  6. 6
    სიმართლე შენი - ვითარცა მთები ღმერთისა, სამართალი შენი - ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ იცავ უფალო.
  7. 7
    რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო, კაცთა შვილები შენს ფრთებქვეშ აფარებენ თავს.
  8. 8
    დაპურდებიან შენი სახლის სიუხვით, შენს სიტკბოთა ნაკადებიდან შეასმევ მათ.
  9. 9
    რადგან შენ გაქვს სიცოცხლის წყარო, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
  10. 10
    სიკეთე გადმოღვარე მათზე, ვინც შენ გიცნობს და სიმართლე - გულით მართლებზე.
  11. 11
    ნუ მოაღწევს ამპარტავანთა ფეხი ჩემამდე და ნურც ბოროტთა ხელი განმდევნის მე.
  12. 12
    იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
იტვირთება შემდეგი თავი