ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 41

  1. 1
    როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე მიილტვის ჩემი სული შენკენ ღმერთო!
  2. 2
    ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
  3. 3
    ჩემი ცრემლები მქონდა პურად, დღისით და ღამით, როს მეუბნებოდნენ გამუდმებით - სად არის შენი ღმერთი?
  4. 4
    გული მეღვრება, როცა მახსენდება, როგორ მივყვებოდი ხალხის გუნდს, მივუძღვოდი მათ უფლის სახლამდე, მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
  5. 5
    რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რად დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.
  6. 6
    დაღვრემილია ჩემი სული; ამიტომ გიხსენებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან.
  7. 7
    უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა შენმა ტალღამ და ზვირთმა ჩემზე გადაიარა.
  8. 8
    დღისით მოავლენს უფალი თავის წყალობას, ღამით კი მე ვუმღერ _ ვილოცებ ჩემი სიცოცხლის ღმერთთან.
  9. 9
    ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს - რად დამივიწყე? რატომ დავდივარ მგლოვიარე, მტრისგან შეჭირვებული?
  10. 10
    თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენო, როცა მლანძღავდნენ ჩემი მტრები და მეუბნებოდნენ მთელ დღეს: სად არისო შენი ღმერთი?
  11. 11
    რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რას დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 41 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა