ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 42

  1. 1
    გამამართლე ღმერთო და გამომესარჩლე უღმერთო ხალხთან, მიხსენი ცბიერ და ბოროტ კაცთაგან.
  2. 2
    რადგან შენ ხარ ჩემი ძლიერების ღმერთი. რად უარმყავი? რად დამამწუხრე და მატარებ მტრისგან შეჭირვებულს?
  3. 3
    გამოგზავნე შენი შუქი და ჭეშმარიტება, რათა გამიძღვნენ და მიმიყვანონ შენს წმიდა მთასა და სამკვიდრებელთან.
  4. 4
    მაშინ მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და ქნარით განგადიდებ ღმერთო, ჩემო ღმერთო!
  5. 5
    რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რას დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 42 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა