ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
- 2ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში.
- 3თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.
- 4მდინარის ნაკადები ახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას.
- 5ღმერთია მის შუაგულში; არ შეირყევა ქალაქი, გარიჟრაჟიდანვე შეეწევა მას ღმერთი.
- 6ახმაურდნენ ერები, შეიძრა სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს დნება - დედამიწა.
- 7ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.
- 8მოდით და იხილეთ უფლის საქმენი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
- 9ის შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ცეცხლით გადაბუგავს ეტლებს.
- 10შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდები ერებს შორის, ავმაღლდები დედამიწაზე.
- 11ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი