ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 46
- 1შემოჰკარით ტაში ერნო ყოველნო, შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;
- 2რადგან საშიშია უზენაესი უფალი, დიადი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
- 3დაგვიმორჩილა ხალხები და ერები ჩვენს ფერხთა ქვეშ.
- 4ამოგვირჩია სამკვიდრებელი, სიამაყე იაკობისა, რომელიც შეიყვარა.
- 5ამაღლდა ღმერთი ყიჟინისას, უფალი, საყვირის ხმაზე.
- 6უმღერეთ ქება ღმერთს, უმღერეთ ქება ჩვენს მეფეს,
- 7გონივრულად შეასხით ხოტბა, რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი.
- 8ერებზე მეფობს ღმერთი, თავის წმიდა ტახტზე ზის იგი.
- 9აბრაჰამის ღმერთის ერთან ერთად შეიკრიბნენ ხალხთა წარჩინებულნი, რადგან ღმერთს ეკუთვნის ფარნი ქვეყნისანი; ფრიად ამაღლებულია იგი.
იტვირთება შემდეგი თავი