ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 51
- 1რატომ ტრაბახობ ბოროტებით ძლიერო? ღმერთის წყალობა ჩემთანაა მთელ დღეს.
- 2შენი ენა დაღუპვას იზრახავს, სამართებელივით გაქვს გალესილი - სიცრუეს თხზავს.
- 3სიკეთეზე მეტად გიყვარს ბოროტება, სიცრუე - სიმართლის თქმაზე მეტად.
- 4გიყვარს დამღუპველი სიტყვები, მზაკვარო ენავ;
- 5ამიტომ დაგცემს ღმერთი სამუდამოდ, შეგიპყრობს და კარვიდან გაგაძევებს, შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან.
- 6ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, გაიცინებენ მასზე და იტყვიან:
- 7აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.
- 8მე კი _ ღმერთის სახლში ამწვანებულ ზეთისხილის ხესავით ვარ, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
- 9გადიდებ მუდამ შენი საქმეებისთვის. შენს ერთგულთა თვალწინ მივენდობი შენს სახელს, რადგან კეთილია იგი.
იტვირთება შემდეგი თავი