ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 52

  1. 1
    თქვა ბრიყვმა თავის გულში: "არ არის ღმერთი”, გაირყვნენ და საძაგლად იქცევიან თავიანთი უმართლობით; ერთიც არაა კეთილის მოქმედი.
  2. 2
    ზეციდან გადმოჰყურებს ღმერთი ადამის ძეთ, რათა იხილოს, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებდეს.
  3. 3
    ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, ერთიც არაა კეთილის მოქმედი.
  4. 4
    ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქმნელებმა, ჩემს ხალხს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.
  5. 5
    დიდად შეშინდნენ იქ, სადაც შიში არ იყო, რადგან ღმერთმა განაბნია შენზე ამხედრებულთა ძვლები; ამიტომ შეარცხვინე ისინი, რადგან ღმერთისგან იყვნენ უარყოფილნი.
  6. 6
    ნეტავ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! როცა დააბრუნებს ღმერთი ტყვეებს თავისი ხალხიდან, ილხენს იაკობი და გაიხარებს ისრაელი.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 52 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა