ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 53
- 1ღმერთო! შენი სახელით მიხსენი და შენი ძალით გამამართლე!
- 2ღმერთო! ჩემს ლოცვას მოუსმინე და ყური მოაპყარ სიტყვებს ჩემი პირისას.
- 3რადგან უცხონი აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მოძალადენი ეძიებენ ჩემს სულს; თვალწინ არა ჰყავთ ღმერთი.
- 4აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის განმამტკიცებელი.
- 5იგი მიაგებს ბოროტების სამაგიეროს ჩემს მტრებს; შენი ერთგულებით ბოლო მოუღე მათ.
- 6ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კეთილია იგი.
- 7რადგან ყოველგვარი გაჭირვებისგან გამომიხსენი და ჩემი მტრების დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
იტვირთება შემდეგი თავი