ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 56
- 1შემიწყალე ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული; შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.
- 2უზენაეს ღმერთს მოვუხმობ, ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს ჩემზე.
- 3ზეციდან გამომიგზავნის ხსნას და შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. თავის წყალობასა და ჭეშმარიტებას გამომიგზავნის ღმერთი.
- 4ჩემი სული ლომებს შორისაა მოქცეული; ვწევარ მჭამელთა შორის, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდისრებია, ენა კი ბასრი მახვილი.
- 5ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზე იყოს შენი დიდება.
- 6ბადე გაამზადეს ჩემთა ფერხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; წინ ორმო გამითხარეს და თვითონ ჩაცვივდნენ შიგ.
- 7მტკიცეა ჩემი გული ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ.
- 8გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოიღვიძე ჩანგო და ქნარო; გამოვაღვიძებ განთიადს.
- 9განგადიდებ ხალხებში უფალო, გიგალობებ ერებში.
- 10რადგან შენი სიკეთე ზეცას სწვდება, ღრუბლებამდეა - ჭეშმარიტება შენი.
- 11ამაღლდი ცათა ზემოთ ღმერთო; მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება.
იტვირთება შემდეგი თავი