ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 57
- 1განა მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ მმართველებო? სამართლიანად სჯით ადამის ძეებს?
- 2არა, გულში უსამართლობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენს ხელთა ძალადობას დებთ სასწორზე.
- 3დედის მუცლიდანვე გადაუხვიეს ბოროტებმა და დაბადებიდანვე ამბობენ სიცრუეს.
- 4შხამი მათი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიხშობს,
- 5რომ არ ისმინოს ხმა მომნუსხველთა და არც დახელოვნებულ მისანთ-მისნისა.
- 6ღმერთო! შენ ჩაულეწე მათ კბილები პირში; ეშვები ჩაუმტვრიე ლომის ბოკვერებს, უფალო!
- 7გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
- 8ლოკოკინასავით დადნენ; ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილონ მზე.
- 9ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ცეცხლმოკიდებულ ეკალს; ნედლსაც და გამხმარსაც ქარიშხალივით წარხვეტს.
- 10გაიხარებს მართალი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
- 11და იტყვის კაცი: - ნამდვილად აქვს საზღაური მართალს! მართლაც არის ღმერთი, რომელიც განსჯის ქვეყნიერებას.
იტვირთება შემდეგი თავი