ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 59
- 1ღმერთო, მიგვატოვე და გაგვაპარტახე, გაგვირისხდი და კვლავ აღგვადგინე.
- 2შეაზანზარე და გააპე მიწა; განკურნე მისი ჭრილობები, რადგან ტორტმანებს.
- 3სიძნელეებში გაატარე შენი ერი, ღვინო გვასვი და ავბარბაცდით.
- 4ბაირაღი მიეცი შენს მოშიშებს, რათა აფრიალდეს ჭეშმარიტებისთვის.
- 5გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე რათა გადარჩნენ ვინც შენ გიყვარს.
- 6თქვა ღმერთმა თავის სიწმიდეში: ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის ველს გადავზომავ.
- 7ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - რჯულმდებელი ჩემი.
- 8მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს ფეხსამოსს გადავუგდებ, ფილისტიმს ხმამაღლა დავძახებ.
- 9ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ გამიძღვება ედომამდე?
- 10თუ არა შენ ო, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ ო, ღმერთო, ჩვენს ლაშქართან.
- 11მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან.
- 12ღმერთით ვიქმთ დიად საქმეებს, ფეხქვეშ გათელავს იგი ჩვენს მტრებს.
იტვირთება შემდეგი თავი