ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 60
- 1ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
- 2ქვეყნის კიდიდან შემოგღაღადებ გულგათანგული, ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე ამიყვანე.
- 3რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი - მტრისგან დამცველი.
- 4სამარადისოდ დამამკვიდრე შენს კარვებში, შენს ფრთებქვეშ შევაფარებ თავს.
- 5რადგან შენ, ღმერთო, ისმინე ჩემი აღთქმანი, შენ მომეცი შენი სახელის მოშიშთა სამკვიდრო.
- 6დღეები გაუმრავლე მეფის სიცოცხლეს, წლები მისი იყოს თაობიდან თაობამდე.
- 7დაე, იჯდეს ის ტახტზე მარად ღვთის წინაშე, ფარავდეს მას წყალობა და ჭეშმარიტება.
- 8ასე ვუმღერ შენს სახელს უკუნისამდე, დღითი დღე შეგისრულებ ჩემს აღთქმებს.
იტვირთება შემდეგი თავი