ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
  2. 2
    შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
  3. 3
    დიდად შეძრწუნდა სული ჩემი, შენ კი, უფალო, როდემდე?
  4. 4
    შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული და მიხსენი შენი წყალობის გამო.
  5. 5
    რადგან არ არის შენი ხსენება სიკვდილში; საფლავიდან ქება-დიდებას ვინ მოგიძღვნის?
  6. 6
    მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ცრემლით ვასველებ ჩემს საწოლს, ვალბობ ჩემს სარეცელს.
  7. 7
    წუხილით ამომიღამდა თვალები, მოიქანცა ყველა ჩემი მტრის გამო.
  8. 8
    განმშორდით ყოველი მოქმედი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი ქვითინის ხმა.
  9. 9
    ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.
  10. 10
    შერცხვებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან მოულოდნელად და შერცხვებიან.
იტვირთება შემდეგი თავი