ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 7

  1. 1
    უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. დამიხსენი ყველა მდევნელისგან და გადამარჩინე
  2. 2
    თორემ ლომივით დაგლეჯენ ჩემს სულს, დამფლითავენ და არ იქნება მხსნელი.
  3. 3
    უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ ჩავიდინე, თუ უმართლობა აღსრულდა ჩემი ხელით,
  4. 4
    თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უმიზეზოდ მმტრობს,
  5. 5
    მაშინ დევნოს მტერმა ჩემი სული, წამოეწიოს, ძირს დაანარცხოს ჩემი სიცოცხლე და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი.
  6. 6
    აღსდექ უფალო შენი რისხვით, წამოიმართე და წალეკე ჩემი მტრები, აღსდექ სასამართლოზე, რომელიც შენ დამიდგინე.
  7. 7
    გარს შემოგეხვევა ხალხთა კრებული, მათ ზემოთ ამაღლდები მწვერვალზე.
  8. 8
    უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
  9. 9
    შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!
  10. 10
    ღმერთია ჩემი ფარი, ის იხსნის გულმართლებს.
  11. 11
    ღმერთი მართალი მსაჯულია, ღმერთი, რომელიც ყოველდღე აფრქვევს რისხვას.
  12. 12
    თუ კაცი არ მოექცევა - მახვილს გალესავს, მშვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
  13. 13
    სასიკვდილო იარაღი გაამზადა მისთვის, ცეცხლოვან ისრებს ამზადებს.
  14. 14
    აჰა, ბოროტება ჩაესახა, სიმრუდით დაორსულდა და სიცრუეს შობს.
  15. 15
    ორმოს თხრიდა და ღრმა ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
  16. 16
    მისივე თავზე დატრიალდა მისი ავგულობა და თავისივე ბოროტმოქმედება დაატყდა თხემზე.
  17. 17
    განვადიდებ უფალს მისი სიმართლისამებრ და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
იტვირთება შემდეგი თავი