ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცებზე მაღალია დიდება შენი.
- 2ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან აუწყე შენი სიძლიერე, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
- 3როცა შენს ზეცას ვუმზერ - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
- 4რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?
- 5ბევრად არ დაგიმცირებია იგი *ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
- 6გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე.
- 7წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე - ველის ნადირი;
- 8ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
- 9უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე.
იტვირთება შემდეგი თავი