ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 62
- 1ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- 2ასე გიხილე საწმიდარში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი
- 3რადგან სიცოცხლეზე უკეთესია შენი წყალობა, გაქებენ შენ ჩემი ბაგენი.
- 4ამიტომ გადიდებ, სანამ ვიცოცხლებ, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
- 5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დანაყრდა ჩემი სული და სიხარულით გაქებს ჩემი პირი.
- 6როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელი ღამეები ვფიქრობ შენზე.
- 7რადგან შენ იყავი შემწე ჩემი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ გავიხარებ.
- 8შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენს მარჯვენას ვუკავივარ.
- 9ისინი კი, ვინც ჩემს დაღუპვას ეძებენ - ქვესკნელში ჩავლენ.
- 10მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქნებიან.
- 11მეფე კი ღმერთით გაიხარებს; შეაქებენ ყველას, ვინც მას იფიცებს, ტყუილის მოლაპარაკეთა პირი კი დაიგმანება.
იტვირთება შემდეგი თავი