ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 63
- 1ისმინე ღმერთო, ჩემი წუხილის ხმა, მტრის შიშისგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
- 2დამიფარე სიავის მოქმედთა ფარული ზრახვებისგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისგან.
- 3რომლებმაც მახვილივით აილესეს ენები, მწარე სიტყვას ისარივით მიმიზნებენ,
- 4რათა საფარიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
- 5ძალას იკრებენ ცუდი საქმისთვის, თათბირობენ მახეების დასაგებად, ამბობენ: ვინ შეამჩნევს?
- 6სიმრუდეს იზრახავენ, ამბობენ: კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო; მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის ზრახვები.
- 7მაგრამ ღმერთი ესვრის მათ ისარს, მოულოდნელად დაწყლულდებიან.
- 8მათი ენების გამო დაანარცხებს მათ; თავს გააქნევს ყოველი მათი მხილველი.
- 9და შეშინდება ყველა კაცი. ილაპარაკებენ ღმერთის საქმეებზე და მის ნამოქმედარს ჩაუკვირდებიან.
- 10უფალში გაიხარებს მართალი და მასში ჰპოვებს თავშესაფარს. განდიდდება ყველა გულმართალი.
იტვირთება შემდეგი თავი