ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 66

  1. 1
    შეგვიწყალე ღმერთო და გვაკურთხე, გამოგვიბრწყინე შენი სახე.
  2. 2
    რათა შეიცნონ შენი გზები დედამიწაზე და ხსნა შენი - ყველა ერს შორის.
  3. 3
    დაე, გადიდონ ერებმა ღმერთო! დაე, ყველა ერმა გადიდოს შენ!
  4. 4
    იხარონ და ილხინონ ხალხებმა, რადგან სისწორით განსჯი მათ და მმართველობ ერებს ქვეყანაზე.
  5. 5
    დაე, გადიდონ ხალხებმა ღმერთო! დაე, ყველა ხალხმა გადიდოს შენ!
  6. 6
    მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
  7. 7
    დაე, გვაკურთხოს ღმერთმა და დედამიწის კიდით-კიდემდე ეშინოდეთ მისი.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 66 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა