ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 69

  1. 1
    ღმერთო, იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო, იჩქარე ჩემს დასახმარებლად.
  2. 2
    დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი; უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ, ვისაც ჩემი უბედურება ახარებს.
  3. 3
    დაე, უკუიქცნენ შერცხვენილნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
  4. 4
    ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს; გამუდმებით ამბობდნენ შენი ხსნის მოყვარულები: "დიდია ღმერთი”.
  5. 5
    მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ, იჩქარე ჩემკენ ღმერთო; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ, უფალო, ნუ დააყოვნებ.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 69 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა