ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 74

  1. 1
    გმადლობთ შენ ღმერთო, მადლობას გწირავთ, რადგან ახლოა შენი სახელი; შენს საოცრებებს აუწყებენ ადამიანები.
  2. 2
    შენ თქვი: როცა დადგება დათქმული დრო, გავასამართლებ სამართლიანად.
  3. 3
    როცა ირყევა დედამიწა ყველა მისი მცხოვრებით, მე ვამაგრებ მის სვეტებს.
  4. 4
    ვუთხარი ამპარტავნებს: ნუ ამპარტავნობთ! და ბოროტეულთ - ნუ იმაღლებთ რქას.
  5. 5
    ნუ იმაღლებთ რქას და ქედმაღლურად ნუ ლაპარაკობთ.
  6. 6
    რადგან არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდან და არც უდაბნოდან არაა ამაღლება.
  7. 7
    არამედ ღმერთია მსაჯული: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აამაღლებს.
  8. 8
    რადგან უფლის ხელშია თასი და აქაფებული ღვინო სავსეა მწარე ნაზავით. ის ღვრის მისგან, და ბოროტნი ამაქვეყნისა შესვამენ მას და გამოცლიან.
  9. 9
    მე კი ვაუწყებ ამას სამარადჟამოდ, ვუმღერებ იაკობის ღმერთს.
  10. 10
    "მთლიანად მოვამტვრევ რქებს ბოროტეულთ, მართალთა რქა კი მომაღლდება”.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 74 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა