ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 75

  1. 1
    ცნობილია ღმერთი იუდაში, დიდია მისი სახელი ისრაელში.
  2. 2
    შალემშია მისი კარავი, ხოლო მისი სავანე სიონშია.
  3. 3
    იქ დაამტვრია ცეცხლმოკიდებული ისრები, ფარ-ხმალი და საბრძოლო იარაღი.
  4. 4
    სინათლით კაშკაშებ; ნადავლით სავსე მთებზე დიდებული ხარ.
  5. 5
    ნადავლად იქცნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, ჩაეძინათ, მეომრებს ხელებმა უმტყუნეს.
  6. 6
    ძილქუში დაატყდათ მხედრებსა და ცხენებს, შენი რისხვისგან, ღმერთო იაკობისა.
  7. 7
    შიშის მომგვრელი ხარ! წინ ვინ დაგიდგება განრისხების ჟამს?
  8. 8
    ციდან გვაუწყე სამართალი, შეშინდა დედამიწა და გაირინდა;
  9. 9
    როდესაც აღსდგა ღმერთი განსჯისთვის, ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის დასახსნელად.
  10. 10
    რადგან კაცთა რისხვა ხოტბას შეგასხამს, რისხვის ნატამალს კი შემოისარტყლავ.
  11. 11
    აღუთქვით და აღუსრულეთ აღთქმანი უფალს, თქვენ ღმერთს; მის ირგვლივ ყველამ ძღვენი მიართვას საშიშს.
  12. 12
    მთავართა სულს ის დაამდაბლებს, შიშის ზარს სცემს ამქვეყნიურ მეფეებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 75 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა