ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 86
- 1წმიდა მთებშია მისი საძირკველი.
- 2სიონის ბჭენი უფრო მეტად უყვარს უფალს, ვიდრე იაკობის მთელი სამკვიდრებელი.
- 3დიდებულ რამეებს ლაპარაკობენ შენზე, ღმერთის ქალაქო.
- 4ეგვიპტესა და ბაბილონს ვახსენებ მათ შორის, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი, ტვიროსი და ქუში: ეს დაიბადა იქ - ამბობენ ისინი.
- 5სიონზე კი იტყვიან: ესა და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და თვით უზენაესი განამტკიცებს მას.
- 6უფალი ჩაწერს ხალხთა აღნუსხვისას: ეს დაიბადა აქ.
- 7ყველა მომღერალი და მოცეკვავე იტყვის: ჩემი წყარო შენშია იერუსალიმო.
იტვირთება შემდეგი თავი