ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 90
- 1უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
- 2ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.
- 3რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.
- 4თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.
- 5არ შეგაშინებს ღამის საშინელება, ისარი დღისით გამოფრენილი.
- 6ბნელში მოარული შავი ჭირი და შუადღის მომსვრელი უბედურება.
- 7დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგიახლოვდება.
- 8მხოლოდ შენი თვალებით შეხედავ და დაინახავ ბოროტეულთა საზღაურს.
- 9ვინაიდან, უფალი გაიხადე თავშესაფრად და შენს სამკვიდროდ აირჩიე უზენაესი,
- 10არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
- 11რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
- 12ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვას.
- 13ლომსა და ასპიტს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერსა და ურჩხულს გათელავ.
- 14რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ, დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.
- 15მომიხმობს და მეც ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- 16დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და გადარჩენას მოვუვლენ ჩემსას.
იტვირთება შემდეგი თავი