ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 91
- 1კარგია ვმადლობდეთ უფალს და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო!
- 2დილით შენს სიკეთეს ვაუწყებდეთ და ღამით - შენს ერთგულებას;
- 3ათსიმიანსა და ჩანგზე, ქნარზე გალობით.
- 4უფალო, შენ გამახარე შენი საქმეებით, სიხარულით ვუგალობებ შენს ხელთა საქმეებს.
- 5რაოდენ დიდია შენი საქმეები უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვანი.
- 6უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
- 7თუმცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და აყვავდებიან უსამართლობის მოქმედნი, ისინი სამუდამოდ განადგურდებიან.
- 8შენ კი უფალო, ამაღლებული ხარ, სამარადისოდ!
- 9ვინაიდან, აჰა, შენი მტრები უფალო, რადგან, აგერ, დაიღუპებიან ისინი, განიბნევა ყველა - სიმრუდის მქმნელი.
- 10მაგრამ შენ ამიმაღლებ რქას, ხარის რქასავით, ხასხასა ზეთით ვარ ცხებული.
- 11ჩემი თვალი იხილავს ჩემი მტრების დაცემას, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარი ბოროტმოქმედების დამარცხებას გაიგონებს ჩემი ყური.
- 12მართალი კი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
- 13უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
- 14სიბერეშიც გამოიღებენ წვნიანსა და ხასხასა ნაყოფს.
- 15რათა გაცხადდეს, რომ მართალია უფალი - კლდე ჩემი; და არ არის მასში უსამართლობა.
იტვირთება შემდეგი თავი