ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 92

  1. 1
    უფალი მეფობს, სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი და გარს შემოირტყა ძლიერება; დიახ, მტკიცედ დააფუძნა სამყარო და არ შეირყევა.
  2. 2
    დასაბამიდანაა განმტკიცებული შენი ტახტი; მარადიული ხარ შენ.
  3. 3
    აიმაღლეს ნაკადებმა, უფალო, ხმა აიმაღლეს ნაკადებმა, აღმართეს ნაკადებმა მოღრიალე ტალღები.
  4. 4
    მრავალი წყლის, ზღვის მძლავრი ტალღების ხმაზე ძლიერია სიმაღლეებში მყოფი უფალი.
  5. 5
    სანდოა შენი მოწმობანი, სიწმიდე შეშვენის შენს სახლს, უფალო, სამარადჟამოდ.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 92 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა